logo_geo
გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

6 აპრილი. 2020. 22:02

 

 

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა. 82 წლის დოლორს სალა კარიოს კოვიდ-19-ს დიაგნოზი ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, დღეს კი მანჩესტერულმა კლუბმა მისი გარდაცვალების ინფორმაცია გაავრცელა.

 

 

„მანჩესტერ სიტი მწუხარებით იუწყება, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა პეპ გვარდიოლას დედა, დოლორს სალა კარიო. ის 82 წლის იყო“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი