logo_geo
სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, თუ ძმარი? რომელი საშუალებები ანადგურებს ვირუსს
- +

6 აპრილი. 2020. 22:47

 

 

 

საკუთარი თავის და თქვენი ოჯახის წევრების ნებისმიერი ვირუსისგან დასაცავად, სახლში სისუფთავე რომ უნდა შეინარჩუნოთ- ეს ახალი ამბავი არაა. მოდი მივიღოთ კითხვაზე პასუხი: რა საშუალებებია ეფექტური და რომელი მათგანის გამოყენებას აქვს აზრი კორონავირუსის შემთხვევაში?

 

თქვენ შეიძლება საჭრელი დაფა საპნით კარგად გარეცხოთ და მხოლოდ ამით შემოიფარგლოთ, მაგრამ ექსპერტები ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევენ. ვგულისხმობთ იმას, რომ დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ იმ ზედაპირებს და საგნებსაც, რომლებსაც ოჯახის წევრები ყოველდღე ეხებიან.

 

 

კონკრეტულად რაზეა საჭირო, სახლში დეზინფექციის ჩატარება?

კარების სახელურები

პულტი

ტელეფონი

ონკანი

გაზქურა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ღილაკები: გამათბობელი,

მიკროტალღური ღუმელი, ყავის მადუღარა

მაცივრის სახელური

სამზარეულოში არსებული საგნების სახელურები

რა უნდა შევიძინოთ მაღაზიაში?

სადეზინფექციო საშუალებები ბევრი მაღაზიის თაროდან გაქრა. ამიტომ ონლაინ მაღაზიების ნაწილმა სარეცხი საშუალების ფასი მკვეთრად გაზარდა. უნდა აირჩიოთ ის საშუალებები, რომლებიც ნაცადია და უფრო ეფექტური ვირუსებთან ომის მოსაგებად და არა ის, რომლის შესახებაც არაფერი იცით.

წყალბადის ზეჟანგი კორონავირუსის წინააღმდეგ

საკმაოდ სანდო და ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც შესანიშნავად კლავს ვირუსებს ისეთ მყარ ზედაპირებზე, როგორიცაა: კარის სახელური, ონკანი, ღილაკები და ა.შ. როგორც წესი, აფთიაქებში მარტივად შეიძენთ. იქ იყიდება 3%-იანი ხსნარი, რომელიც სახლისთვის გამოგადგებათ.

გაწმენდის წინ საჭიროა, რომ რეზინის ხელთათმანები გეკეთოთ და შეეცადეთ ხსნარი არ მოხვდეს ქსოვილებს, რათა ლაქები არ დარჩეს.

 

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს?

ალკოჰოლი ეფექტური საშუალებაა არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც, მაგრამ ის კონცენტრირებული უნდა იყოს დაახლოებით 70%-ით. ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები ძირითადად 60-დან 99% -მდე ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი არ ნიშნავს უმჯობესს.

ავიღოთ მაგალითისთვის: 100%. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლი ძალიან სწრაფად აორთქლდება. ამიტომ, სახლის დეზინფექციისთვის საუკეთესო ვარიანტია 70%-იანი.

როგორ გამოვიყენოთ: წაუსვით სასურველ საგანს და დარწმუნდით, რომ ზედაპირი მინიმუმ 30 წამის მანძილზე მაინც ინარჩუნებს ტენიანობას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი იარაღი მუშაობს.

კლავს თუ არა ძმარი მიკროორგანიზმებს?

სამწუხაროდ, არა. ძმრის შემცველობის მქონე პროდუქტები და ნაერთები ვერ ახერხებენ ვირუსთან გამკლავებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ დაგვეხმარებიან კორონავირუსის დამარცხებაში. ძმარი შეიძლება ბაქტერიების ზოგიერთ სახეობას გაუმკლავდეს, მაგრამ პანდემიის დროს უმჯობესია უფრო ძლიერმოქმედ ვარიანტებზე შევაჩეროთ არჩევანი.

 

როგორ გავწმინდოთ სწორად ზედაპირი?

თავდაპირველად შეეცადეთ, რომ გარეკანი სარეცხი ღრუბლით, წყლით და საპნით გარეცხოთ. იმის მიხედვით, როგორც უფრო მოსახერხებელია. შემდეგ კი შეგიძლიათ სადეზინფექციო ხსნარებზე გადახვიდეთ.

ყურადღებით გაეცანით მითითებებს, რომლებიც ეტიკეტზე იქნება დატანილი. სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების დრო სხვადასხვაგვარია, ისევე როგორც მათი შემადგენლობა. დაინიშნეთ დრო და დააკვირდით რამდენ ხანში აორთქლდება. სჯობს იცოდეთ, ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით აკეთებთ თუ არა.

3 დამატებითი რჩევა სახლის დეზინფექციისთვის

თბილი წყლის, საპნის და სარეცხი ღრუბლის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს მიკროორგანიზმების რაოდენობას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უმჯობესი, რომ დეზინფექციის ჩატარება დაიწყოთ.

სხვადასხვა სარეცხი საშუალებები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ. იმის გამო, რომ ზუსტად არ იცით რომელი რა ინგრედიენტებს შეიცავს და რა ქიმიურ რეაქციაში შეიძლება შევიდნენ.

ფრთხილად იყავით ავეჯთან, როცა მის გაწმენდას გადაწყვეტთ. ეცადეთ, რომ ქსოვილი არ დაალაქავოთ და სადეზინფექციო საშუალება კუთხეებზე მოატაროთ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი