logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა
- +

7 აპრილი. 2020. 10:04

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი.

 

ინფორმაციისთვის, 195 ინფიცირებულიდან 39 გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი