თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა.
ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ მერიის პრესსამსახურში.