logo_geo
"კორონავირუსი აუცილებლად მოსახდელი დაავადებაა“- ლევან რატიანი
- +

7 აპრილი. 2020. 21:17

 

 

"კორონავირუსი არის აუცილებლად მოსახდელი დაავადება, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს. ვირუსს 80% აკლინიკური, ხოლო 20% კი  საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით მოიხდის." - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

 

„იცით "ბეცეჟე" ვაქცინის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პანდემიას მსუბუქად გადაივლის.

 

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ეს არის ინდივიდუალური. ეს არის ინფექციური პათოლოგია. გააჩნია ორგანიზმს, რა განწყობა ექნება და რისკენ მივდივართ. დაავადების გამოსავალი ორ რამეზეა დამოკიდებული - პირველი, ეს არის სომატური პათოლოგია და მეორე, ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე", - აღნიშნა რატიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი