logo_geo
ამირან გამყრელიძე: არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსი სიცივეში თავს შეგვახსენებს, ის შეიძლება იყოს უფრო მძიმე ვიდრე გრიპის ვირუსი
- +

7 აპრილი. 2020. 22:56

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა covid19-მა ცივ პერიოდში თავი შეგვახსენოს.

 

 

მსოფლიო ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ვირუსი ან როგორი იქნება, მაგრამ გამოკვეთილია მაინც ორი შეხედულება, რადგან ეს არის რესპირაციული ვირუსი, კორონას ჯგუფის წარმომადგენელი და კორონავირუსის დაახლოებით 4 ტიპი ცნობილია, რომელიც ჩვენთანაც ცირკულირებს და მას აქვს ხოლმე სეზონური ხასიათი, ისევე როგორც სხვა რესპირაციულ ვირუსებს, ყველა ამათ საერთო ქცევის წესები აქვთ და როგორც წესი, ისინი ზაფხულისკენ ცოტა მაინც უკან იხევენ, ცოტა კი არა კარგად უკან (თუმცა, მაინც გვაქვს ხანდახან ზაფხულში გრიპის შემთხვევა). მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე ამ კორონავირუსმაც უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა და ა.შ. - ეს გახლავთ ერთი შეხედულება, თუმცა მეორე შეხედულებით, ის შეიძლება გადაიქცეს ე.წ. სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში და ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი