logo_geo
ცნობილი ადამიანების უცნობი, ბნელი მხარეები
- +

8 აპრილი. 2020. 19:49

 

 

ჩვენ ბავშვები აღარ ვართ, ამიტომ შევხედოთ სიმართლეს თვალებში -  ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები,  სულაც არ იყვნენ ისეთი კეთილები და საყვარლები, როგორიც წაროგვედგინა. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი აუტანელი პიროვნება გახლდათ...

 

 

#4. ჩარლი ჩაპლინი სექსზე იყო დამოკიდებული.  მას პატარა გოგოები აინტერესებდა

 

 

შესაძლოა დიდი კინომოყვარული არ ხართ, თუმცა ჩარლი ჩაპლინის სახელი გეგებული მაინც გექნებათ. მის სახელზე ყველას,  სასაცილოდ მოსიარულე მაწანწალა ახსენდება,  პატარა ულვაშებითა და ჯოხით. თუმცა ამ პერსონაჟის მიღმა, სექსზე დამოკიდებული მამაკაცი იმალებოდა. როგორც მსახიობმა განაცხადა, ის სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 2000 ქალთან იწვა. თუმცა, ეს ჰოლივუდია და სიტყვაზე ნუ ენდობით.

 

 

ამ საკითხზე ხუმრობაც უყვარდა. მაგალითად, წვეულებებზე მყოფი ქალების ორგაზმის სავარაუდო ხმების იმიტირებას ცდილობდა.

 

 

ჩაპლინს გართულება ჰქონდა მოზარდ გოგოებზე. მისი პირველი ცოლი, 16 წლის მილდრედ ჰარისი იყო. ქორწინება სკანდალური გამოდგა. შეუღლებას წინ უძღოდა ჰარისის განცხადება ფეხმძიმობის შესახებ, რომელიც ტყუილი გამოდგა. მსახიობისა და რეჟისორის მეორე მეუღლე 16 წლის ლილიტა მაკმურეი გახდა, რომლითაც ჩაპლინი დაინტერესდა მაშინ, როცა გოგონა 12 წლის იყო. ჩაპლინის მესამე ცოლი, პოლეტ გოდარი - 22 წლის იყო. მეოთხე ცოლი  უნა ო'ნილი  18 წლის გახლდათ. 

 

 

                    

 

#3. გამომგონებელი ტომას ედისონი, პოტენციურ დასაქმებულებს, ძალზე რთულ ტესტირებას უტარებდა

 

 

ცნობილია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, სამსახურში აყვანამდე მსურველებს რთულ გამოცდებს უტარებენ ან წარმოუდგენელი რაოდენობის შეკითხვას უსვამენ.

 

 

მსგავსი მიდგომა ახალი არაა. გამომგონებელი ტომას ედისონი არ ენდობოდა უნივერსიტეტებს, ამიტომ დასაქმების მსურველთათვის 146 ტესტი შეადგინა. პრობლემა იმაში კი მდგომარეობდა, რომ ტესტები არ ეხებოდა უშუალოდ კონკრეტულ საქმიანობასა თუ სფეროს, არამედ წარმოადგენდა ერთგვარ ვიქტორინას. მსურველს უნდა ეპასუხა 100-ზე მეტი შეკითხვისთვის. მაგალითად -  „რომელი ხისგან მზადდება ნავთის კასრი?“, ან „რომელია ყველაზე მაღალი მიქცევ-მოქცევა ჩრდილოამერიკულ სანაპიროზე?“.

 

 

1921 წელს, როცა New York Times-მა ტესტები გამოაქვეყნა, გაზეთმა დაწერა, რომ ეს „ადამიანის მეხსიერებისა და სხვადასხვა ინფორმაციის საცავის ტესტირება უფროა, ვიდრე ცოდნის, გონებრივი შესაძლებლობებისა და ინტელექტის“. შემდეგშო ძალიან მოდური გახდა ედისონის ტესტების გავლა. ეს სცადა, მაგალითად, ალბერტ აინშტაინმა, რომელიც ჩაფლავდა, ასევე ედისონის ვაჟმა თეოდორმა.

 

 

ედისონი იხტიბარს არ იტეხდა და  ამბობდა, რომ მას სურდა დაექირავებინა ფართო ცოდნის მქონე ხალხი, რადგან თანამშრომლების ყოველი შეცდომა, მას $5000 უჯდებოდა.

 

 

#2. გალილეო გალილეი დანტე ალიგიერის „ინფერნოს“ მომაბეზრებელი ფანი იყო

 

 

ვინც არ იცის, „ინფერნო“ (ჯოჯოხეთი) დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ნაწილია. ვიდეოთამაშებისა და სერიალების გარეშე, მაშინ  პოეზია იყო  ნერდების გართობისა და დისკუსიის ძირითადი წყარო.

 

 

როგორც ჩანს, 1588 წელს, გალილეოს სახელი იმდენად ჰქონდა გავარდნილი „ინფერნოს“ თაყვანისმცემლებს შორის, რომ ის ამ თემაზე ლექციის წასაკითხადაც დაპატიჟეს. გამოსვლისას მან უარყო არსებული თეორები ჯოჯოხეთის „არქიტექტურის“ შესახებ გეომეტრიული ანალიზისა და მათემატიკური გათვლების მეშვეობით.

 

 

 

#1. ჩარლზ დარვინი ჭამდა ყველა ცხოველს, რომელსაც აღმოაჩენდა

 

 

1831 წელს ჩარლს დარვინმა 5-წლიანი მოგზაურობა დაიწყო სამხრეთ ამერიკის, ავსტრალაზიისა და სამხრეთ აფრიკის გარშემო. მეცნიერმა მოგზაურობა იმის აღმოსაჩენად გამოიყენა, რაც შემდგომში ევოლუციის თეორიად გადაიქცა.

 

 

ამ მოგზაურობის განმავლობაში დარვინი ცხოველებისა და მცენარეთა უამრავ სახეობას სწავლობდა, რათა შეექმნა თეორია, რომ სახეობების ევოლუცია, სხვადასხვა გზით მოხდა ბუნებრივი შერჩევის წყალობით. თუმცა ევოლუციით ნაკარნახევი განსხვავებების გარდა, დარვინი მის მიერ აღმოჩენილ ცხოველებსაც სიამოვნებით ჭამდა.

 

 

კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას, დარვინი იყო „ღორმუცელათა კლუბის“ წევრი. ამ ჯგუფის მიზანი იყო, ეჭამათ ყველაფერი, რაც აქამდე ადამიანისთვის უცნობი იყო. ექსპედიციის დროს დარვინი ამ ტრადიციას პირნათლად მისდევდა. ის ჭამდა პუმას, იგუანას, მაგრამ მისი საყვარელი დელიკატესი კუ იყო. დარვინს იმდენად უყვარდა კუები, რომ მეცნიერი მათი შარდის ბუშტის შემცველობასაც სვამდა...

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი