logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არცერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული
- +

8 აპრილი. 2020. 22:17

 

 

საერთოდ, მთავრობის სახე კრიზისულ სიტუაციაში ჩნდება ხოლმე. კრიზისებს შორის პერიოდში უფრო რთული შესამჩნევია, ვინ მუშაობს ეფექტურად და კარგად, და ვინ – ნაკლებად კარგად.“-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

რა თქმა უნდა, მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ყველა მითითება – დაიცვან სოციალური დისტანცირება, დარჩნენ სახლში, ხშირად დაიბანონ ხელები, მაგრამ მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არცერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული.

იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც მაინც გახდება ავად, რაც გარდაუვალია, უკვე ექიმები იღებენ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნებენ.

 

მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რომ ადამიანები ავად არ გახდნენ, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, დაავადებულთა სიცოცხლეზე ექიმები ვზრუნავთ.

 

სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წელს გადაცილებული – 79, 81 და 86 წლის. 79 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ჩვენ არ გვყავს, მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილების 20% ახალგაზრდაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი