logo_geo
ინფიცირებული სტიქაროსანის დედა: მთელ ქალაქში პირბადის გარეშე დავდიოდი... მეც მქონია თურმე კორონავირუსი
- +

8 აპრილი. 2020. 22:25

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის სტიქაროსანის დედა „კურიერთან“ ინტერვიუში ვირუსის აღმოჩენამდე არსებულ ვითარებას აღწერს და აცხადებს, რომ სიმპტომები საერთოდ არ აწუხებდა.

 

რაც შევიტყვეთ, იმის მერე სახლში ვართ გამოკეტილები. 4-ში გათენდა დილა, მამაჩემი ვერ ადგა ლოგინიდან. მოდი-მეთქი, ტაქსით წავიყვან, ფილტვებზე გადავუღო, რამე არ მოუვიდეს კაცს-მეთქი.

ქუჩაში ხალხი დამეხმარა, გამვლელები, ტაქსშიც ხომ გადაედო… მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ კორონა სჭირს? ამ დროს მომადგა სასწრაფო. მეც მქონია თურმე მაგ დროს კორონავირუსი, მე წამოვედი და 2 ტაქსი გამოვიცვალე. ისინიც ხომ დაავადნენ?!

 

პირბადის გარეშე დავდიოდი მთელი ქალაქი. ფული გადავუხადე, ის ფულიც ხომ მიიტანა იმ კაცმა სახლში კორონავირუსიანი?! თორემ, ჩემი შვილი და მე ვისხედით სახლში,“- აცხადებს დაინფიცირებული ქალი.

 

 თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. ასევე დაინფიცირებულნი არიან, მისი დედა, დეიდა და ბაბუაც.

 

 

big_banner
არქივი