logo_geo
ნანი ბრეგვაძე: ეკა 60 წლის გახდა… გვინდოდა ყველა მეგობარი და ოფიციალური პირები დაგვეპატიჟა, მაგრამ...
- +

8 აპრილი. 2020. 23:57

 

 

მომღერალი ეკა მამალაძე რამდენიმე დღის წინ 60 წლის გახდა, თუმცა დაბადების დღის სათანადოდ აღნიშვნა ვერ შეძლო, რადგან იუბილარი დედასთან, ნანი ბრეგვაძესთან ერთად იზოლაციაში იმყოფებოდა.

ნანი ბრეგვაძე გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ჰყვება:

 

სახლში ყოფნა ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მიყვარს სახლში ყოფნა. ჩემი შვილი ეკა მყავს თან, დანარჩენები ცალკე არიან, რაც ცოტა ძნელია.

 

ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. ეკას რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან სასაცილოც იყო. მხოლოდ მე და ეკა ვიყავით და არაფერი გაგვიკეთებია.

გვინდოდა რომ გრანდიოზულად აღგვეღნიშნა, რადგან 60 წელი არ არის პატარა ასაკი გვინდოდა ყველა მეგობარი და ოფიციალური პირები დაგვეპატიჟა, მაგრამ ვერ მოხერხდა“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.

 

მომღერალი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სახლში ყოფნის პერიოდში საოჯახო საქმეების კეთებას ვეღარ აუდის.

 

 

big_banner
არქივი