logo_geo
„ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა... შემდეგ დაიყვირეს- არა! ისინი გრძნობდნენ რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ“ - პატრიარქი 9 აპრილს იხსენებს
- +

9 აპრილი. 2020. 00:38

 

 

გადაცემაში „იმედის დღე“ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

 

„ეს იყო მაგალითი თავდადებისა სამშობლოსათვის. ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური, მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე მათ,  შესულიყვნენ ქაშუეთში, ვგრძნობდი რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ხალხთან ერთად ვყოფილიყავი.

მივმართე რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა... შემდეგ დაიყვირეს- არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა... წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო. გულიც მომივიდა, თუ რატომ დამიდგნენ წინ, მაგრამ ისინი დადგნენ იმისთვის რომ სროლა თუ იქნებოდა მე არ მომხვედროდა.

საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება, ეს გვახასიათებს. რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები. ეს იყო უმძიმესი საყურებელი.“- განაცხადა პატრიარქმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი