logo_geo
პოეტი გენო კალანდია გარდაიცვალა
- +

15 მარტი. 2017. 23:10



პოეტი გენო კალანდია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.


75 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოეტის საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართა. მას 78 წელი 15 აპრილს შეუსრულდებოდა.


საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ლექსები სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. გენო კალანდია იყო აფხაზეთის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი