logo_geo
ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა
- +

9 აპრილი. 2020. 11:57

 

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV-ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა“, - ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.

 

მათივე ინფორმაციით, სპეციალურად StopCoV-ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

 

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

 

StopCoV-ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

 

StopCoV-ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

 

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი