logo_geo
გიორგი ოთხმეზური ბიძინა ივანიშვილზე: კეთილშობილურად იქცევა, ისე, როგორც ყოველთვის
- +

9 აპრილი. 2020. 20:52

 

 

კეთილშობილურად იქცევა, ისე, როგორც ყოველთვის“, - ასე გამოეხმაურა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.

 

როგორც ყოველთვის, როცა ქვეყანას რთული პრობლემა ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად უშურველად ეხმარებოდა და ახლაც ეხმარება. განაცხადა კიდეც, რომ, თუ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, თვითონ ყველანაირად დაუდგებოდა გვერდში. ახლაც ასეა და ჩანს. 100 მილიონი გადარიცხა ამ საქმეში. ასე რომ, როგორც ყოველთვის, კეთილშობილურად იქცევა, - განაცხადა ოთხმეზურმა.

 

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

 

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი