logo_geo
„ჯარიმის გადასახდელად სახლს გავყიდი“- ყარაჯალელი ბიჭის სიყვარულის ძვირი საზღაური
- +

9 აპრილი. 2020. 22:45

 

 

ყარაჯალელი ბიჭი, რომელიც შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს, „პრაიმტაიმს“ საკუთარი სიყვარულის ისტორიას უმხელს და სამომავლო გეგმების შესახებ უყვება.

 

 „ჩემი საცოლე თბილისში გავიცანი, ლილოში მუშაობდა. ის 20 წლისაა, მე 25-ის. რომ დავინახე, მაშინვე მომეწონა და შემიყვარდა. რამდენჯერმე მივაკითხე ლილოში, თვითონ ვერ მხედავდა. შემდეგ მის მშობლებთან მივედი. ვუთხარი, ძალიან მიყვარს და მინდა სამუდამოდ ერთად ვიყოთ-მეთქი. ამის შემდეგ დავინიშნეთ.

 

ნიშნობიდან 5 დღის შემდეგ სიყვარული ავუხსენი. მინდოდა ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი მოხდა.

 

 დაახლოებით, საღამოს რვა საათი იყო, მომზადება რომ დავიწყეთ. გავუარე ჩემს შეყვარებულს, თვალები ავუხვიე და მანქანაში კანონის დაცვით, უკან დაჯდა. ვიდეოს მე ვიღებდი. ბიჭები სტადიონზე დაგვხვდნენ, ყველაფერი 3-4 წუთში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი ჩაგვშხამდა. მალევე პატრული მოვიდა.

პატრულმა გვითხრა, შეტყობინება ცხელ ხაზზე შემოვიდა და ერთად რატომ ხართო. ყველა დაგვაჯარიმეს, ჯამში 21 000 ლარი გამოვიდა.

 

მე და ჩემს მეგობრებს ამდენის გადახდის საშუალება არ გვაქვს. არ ვმუშაობთ, ყველა მე მთხოვს ჯარიმის გადახდას, რადგან ჩემს გამო მოხდა.

ჯერ დაქორწინებულები არ ვართ. საგანგებო რეჟიმის შემდეგ ქორწილსაც ვგეგმავდით. ჯარიმის შემდეგ მგონი ვეღარ გადავიხდით. სამი ქორწილის ფული გამოვიდა ჯარიმა.

 

 

 

ჩემი შეყვარებულიც ნერვიულობს, მინდა რომ არ ვიდარდო, მაგრამ არ გამოდის. 21 000 ხუმრობა არ არის.

სახლი უნდა გავყიდო, რომ ეს ჯარიმა გადავიხადო, სხვა გზა არ მაქვს.პალატკას“ გავაკეთებ და იქ ვიცხოვრებ, მაგრამ ჩემს შეყვარებულს თავს არ დავანებებ. ჩემი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება, რადგან გულით მიყვარს“, – უყვება „პრაიმტაიმს“ რათხანყურბანოვი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი