logo_geo
ნიკა გვარამია ენმ-ს მიმართავს: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ
- +

24 ნოემბერი. 2016. 03:05



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მხარდამჭერებს მიმართავს:


„ვარდების რევოლუციის წლისთავზე, მინდა მივმართო პარტიას, რომელსაც უკავშირდება საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და რომელსაც 2003 წლიდან სტაბილურად ვაძლევ ხმას - მეტი პასუხისმგებლობა და რაციონალიზმი გმართებთ ყველას, ხაზსგასმით - ყველას, რომ პარტიული შიდა დუღილი ჩვენს, ამომრჩევლების თავზე მდუღარის გადასხმით არ დასრულდეს.

 

თუ რამის დრო არ არის ახლა და ამ ვითარებაში, „ნაციონალური მოძრაობის" ფრაგმენტაციის. პარტიის მხარდამჭერებმაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, თავი უნდა შევიკავოთ ცეცხლზე ნავთის დასხმისგან. თუნდაც, დასაბუთებული და სწორი პრეტენზიების ხისტად გამოხატვის დრო ახლა არაა, მით უმეტეს, ხელის გაშვერის, გინების, გაძევების.

 

სანამ ნაბიჯს გადავდგამდეთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი. ვფიქრობ, ასე აჯობებს", - აცხადებს გვარამია.


 

 

 

big_banner
არქივი