logo_geo
შსს: „112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს
- +

22 აპრილი. 2020. 15:34

 

 

„მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს - 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 16908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65% იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

 

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო  ვერ ახერხებენ „112“-თან დაკავშირებას.

 

გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი