logo_geo
სად მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ლიდერები გახდნენ
- +

29 აპრილი. 2020. 17:23

 

 

#1 კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო

 

 

 

კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, როგორც ყოფილი პრემიერის პიერ ტრიუდოს ვაჟი. მიუხედავად უამრავი სატელევიზიო გამოსვლებისა კანადის პრემიერი თავდაპირველად პოლიტიკაში მოსვლისგან თავს იკავებდა.

 

 

კოლეჯის დასრულების შემდეგ მან მასწავლებლობა გადაწყვიტა და რამდენიმე წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა. 

 

 

1998 წელს, კი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა. პარალელურად, ტრიუდოს მრავალფეროვანი სამსახურეობრივი გამოცდილება დაუგროვდა: მუშაობდა ღამის კლუბში, რადიოში, სნოუბორდის ინსტრუქტორად.  2012 წელს კი პრემიერმა ძალები კრივშიც სცადა და ერთ-ერთ საქველმოქმედო შეჯიბრებაზე სენატორი პატრიკ ბრაზუც დაამარცხა.  ხოლო, 2013 წლიდან ჩაერთო აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა.

 

 

 

#2 ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო

 

 

 

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, სანამ უმაღლეს განათლებას მიიღებდა, კარაკასში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. სწორედ, ამ პერიოდში ის გახდა სანტრანზიტო მუშათა კავშირის წარმომადგენელი. როცა, 1992 წელს, მაშინდელი სამხედრო ოფიცერი უგო ჩავესი დააპატიმრეს, მადურო და მისი მომავალი მეუღლე ოფიცრის გათავისუფლების კამპანიაში ჩაერთნენ და სწორედ აქედან, მადუროს აქტიური პოლიტიკური ცხოვრებაც დაიწყო.

 

 

 

 

 

#3 ურუგვაის პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი

 

 

 

ტაბარე ვასკესმა, მონტევიდეოში, ურუგვაის სახელმწიფო სამედიცინო სკოლა დაამთავრა. ის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის სპეციალისტია. მისი პირველი სამსახურიც სამედიცინო სფეროს უკავშირდება. ვასკესი სამედიცინო სკოლის რენტგენოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კი ამავე განყოფილების დირექტორი გახდა.

 

 

 

 

 

#4 გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლაიფციგის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ფიზიკას სწავლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მერკელმა პირველი სამსახური მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ფაკულტეტზე დაიწყო. ხოლო, 1986 წელს კვანტურ ქიმიაზე დისერტაციის დაცვის შემდეგ, დოქტორის ხარისხიც მოიპოვა.

 

 

 

 

#5 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი შემოსავალი ბოთლების შეგროვებას უკავშირდება. ტრამპი ძმასთან ერთად გაზიანი სასმელის ბოთლებს აგროვებდა, რათა ანაბარი შეევსო. პრეზიდენტი Forbes-თან საუბრისას იხსენებს, რომ ამ გზით მამა საკუთარი ფულის გამომუშავებას ასწავლიდა.

 

 

პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ოჯახურ ბიზნესშიც აქტიურად ჩაერთო.

 

 

 

 

#6 უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სტუდენტობის წლებში უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრი იყო. სწორედ, აქედან დაიწყო მისი შოუმენობა. პროფესიით იურისტმა სამსახიობო გზა აირჩია.  მომავალი პრეზიდენტი "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ჩემპიონატში მონაწილეობდა „კვარტალი 95“-ის სახელით, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.  მოგვიანებით კი იმავე სახელწოდების სტუდია დაარსა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თავად გახდა და 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა.

 

 

 

 

 

#7 ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

 

 

ლიეტუვას „რკინის ლედი“, დალია გრიბაუსკაიტე კარატეში შავი ქამრის მფლობელია. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ქარხანაში მუშაობდა.

 

 

სწავლის დასრულების შემდეგ კი „რკინის ლედიმ“ ლექტორობა გადაწყვიტა და  ვილნიუსის კომუნისტური პარტიის სასწავლო კოლეჯში დაიწყო მუშაობა. 

 

 

 

 

#8 მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა

 

 

 

მონღოლეთის პრეზიდენტის, ხალთმააგიინ ბატულგას პროფესიული გზა სპორტს უკავშირდება. ის 1979-1990 წლებში მონღოლეთის ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ტიტულების მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტი 2006 წელს მონღოლეთის ძიუდოს ფედერაციის თავჯდომარედ აირჩიეს. მანამდე კი ბატულგა ექსპორტ-იმპორტით დაინტერესდა, გაყიდული სამკერვალოსგან აღებული თანხით ვიდეო-კამერა იყიდა და ასე დაიწყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეტანა სინგაპურიდან მონღოლეთში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

 

 

 

#9 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ოქსფორდის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, მცირე დროით კი მაღაზიის კონსულტანტადაც მუშაობდა.

 

 

მოგვიანებით, პრემიერმა თავისი კარიერა ჟურნალისტიკას დაუკავშირა და 1987 წელს გაზეთ „თაიმსის“ რეპორტიორი გახდა. ხოლო 2005 წლამდე ჟურნალ „The Daily Telegraph“-ის რედაქტორი იყო.

 

 

 

 

 

#10 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის "უზენაესი ლიდერი“ კიმ ჩენ ინი  თავდაპირველად, კორეის მუშათა პარტიის  გენერალური პოლიტიკური ბიუროსთვის მუშაობდა. 2011 წლიდან, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი და კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი