logo_geo
ყველაზე ცნობილი კოშკის უცნობი ისტორიები
- +

29 აპრილი. 2020. 17:50

 

 

საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო, ეიფელის კოშკი  1889 წელს გაიხსნა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად  კოშკის არსებობა მხოლოდ 20 წლით იყო განსაზღვრული, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულება მიიღო, ამიტომ დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, გაუქმდა.

 

 

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ეიფელის კოშკის შესახებ:

 

 

#1   საფრანგეთის სიმბოლო 41 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა. (ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის  მშენებლობის დასრულებამდე)

 

 

 

 

 

#2    ეიფელის კოშკის ლითონის სტრუქტურა 7 300 ტონაა, ხოლო ნაგებობის საერთო წონა, 10 100-ს ტონას შეადგენს. კოშკის სიმაღლე ანტენის ჩათვლით, 324 მეტრია, თუმცა ცივ ამინდში დაახლოებით 15 სანტიმეტრით  იკლებს.

 

 

 

 

#3  ეიფელის კოშკს გახსნის დღიდან, 250 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. საფრანგეთის ღირსშესანიშნაობას  წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

 

 

 

 

#4  ეიფელის კოშკის მშენებლობას ორი წელი, ორი თვე და 5 დღე დასჭირდა.

 

 

 

 

#5  ჟანგისგან დაცვის მიზნით,  ყოველ შვიდ წელიწადში ეიფელის კოშკს ღებავენ, რისთვისაც 60 ტონა საღებავია საჭირო.

 

 

 

 

#6    საფრანგეთში, გერმანული ოკუპაციის დროს კოშკის ლიფტი დააზიანეს, თუმცა გერმანელმა ჯარისკაცებმა ნაგებობაზე  ნაცისტური სვასტიკის მიმაგრება მაინც შეძლეს.

 

 

 

1944 წელს ჰიტლერმა ეიფელის დანგრევის ბრძანება გასცა, თუმცა გენერალმა დიტრიხ ფონ ჩოლტიცმა  ბრძანება არ შეასრულა.

 

 

 

 

 

#7  1914 წელს,  მარნის ბრძოლისას ეიფელის კოშკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც ცნობილია,  კოშკის ერთ-ერთმა გადამცემმა შეაჩერა გერმანიის რადიო კომუნიკაციები და ამით შეაფერხა გერმანელების წინსვლა. კოშკს, დაზვერვისთვისაც იყენებდნენ.

 

 

 

 

 

#8   2008 წელს, ამერიკელმა  ქალმა ეიფელის კოშკზე იქორწინა. პატარძალმა  ე.წ. პარტნიორის საპატივსაცემოდ სახელიც კი შეიცვალა, მას ახლა - ერიკა ლა ტურ ეიფელი ჰქვია.

 

 

 

#9 ეიფელის კოშკს და მარგარეტ ტეტჩერს  ერთი მეტსახელი  - „რკინის ქალბატონი“ აქვთ.

 

 

 

 

 

#10  ეიფელის კოშკზე ყოველ ღამით 20,000 ნათურა ანათებს.

 

 

 

 

 

#11 1925-1934 წლებში, საფრანგეთის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის სახელი ნათურების დახმარებით, კოშკზე გამოსახეს. ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური სარეკლამო ბილბორდი მსოფლიოში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი