logo_geo
როგორი ტატუ შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- +

1 მაისი. 2020. 13:19

 

 

 

 

დიდი ხანია ტატუს გაკეთებაზე ოცნებობთ, მაგრამ თქვენს უნიკალურ სიმბოლოს ვერ პოულობთ? იქამდე, სანამ იდეალური სურათი ჰორიზონტზე გამოგიჩნდებათ, ვარსკვლავების რჩევა გაითვალიწინეთ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით წარმოგიდგენთ იმ ვარიანტებს, რომლებსაც არ ინანებთ.

 

 

 

ვერძი

 

 

 

 

 

ვერძები მიჩვეულები არიან გადალახონ ყველა დაბრკოლება, რაც გზაზე ეღობებათ. თუ რამეს გადაწყვეტენ, ამას ხელოვნების ნიმუშის სიმაღლეზე აიყვანენ. დასაწყისისთვის ისრის გამოსახულება საკმარისია: ტატუ წარმოადგენს მიზანდასახულ გზას ან იმ კონტროლს, რაც ვერძს ცხოვრებაში გააჩნია.

 

 

 

 

კურო

 

 

 

 

 

 

კონსერვანტი კუროები, რომლებიც არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან და თამამი ქმედებები ახასიათებთ, ისეთი სიმბოლოები მოუხდებათ, რომლებიც მოგზაურობას ასახავს. შეიძლება ეს იყოს საყვარელი ქალაქის სიმბოლო, ოკეანის ან მთების გამოსახულება. ზოგიერთი მათგანი ფლორას და ფაუნას ანიჭებს უპირატესობას და ამ სურათებში საკუთარ ოცნებებს მალავს.

 

 

 

 

 

 

ტყუპები

 



 

 

 

 

 

 

ტყუპებს გაორების და ექსპრესიულობის წყალობით ხანდახან "მარიონეტებს" უწოდებენ. მათ თავისუფლად შეუძლიათ მთელი არმია საკუთარ მხარეს მოაქციონ. ამ ზოდიაქოს ნიშანს სტიქიების გამომსახველი ტატუები მოსწონთ. მათ ნატურას საუკეთესოდ ტალღები ან სტიქიური უბედურებები წარმოაჩენს.

 

 

 

 

 

კირჩხიბი

 

 

 

 

 

 

 

 

კირჩხიბს ყოველთვის გრანდიოზული გეგმები აქვს ცხოვრებაში. ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე საშიში და რომანტიკული სურვილების ასრულება უნდა. ერთ-ერთი მათგანი ტატუს გაკეთებაა. მათ ლამაზი ნივთები უხდებათ, მაგალითად მაკრატელი, რომელიც გზიდან დაბრკოლებებს აშორებს.

 

 

 

 

 

 

 

ლომი

 

 

 

 

 

 

 

ლომები ცხოველების მეფის გამოსახულებას ხშირად იხატავენ. ის მათი ხასიათის შტრიხებს საუკეთესოდ გამოხატავს. მათ ასევე სათამაშო კამათლის ტატუ მოუხდებათ, რომელიც ლომების ავატიურისადმი მიდრეკილებას გამოხატავს.

 

 

 

 

 

 

 

ქალწული

 

 

 

 

 

 

პედანტური ქალწულები მინიატურული ტატუებით გრძნობენ თავს კარგად. მაგალითად გული, რომელიც მათ მთავარ ცხოვრებისეულ მისწრაფებას, ჰარმონიას გამოხატავს.

 

 

 

 

 

 

 

 

სასწორი

 

 

 

 




 

 

სასწორები სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ამ ხასიათით იკეთებენ ტატუებსაც. უბრალო ნახატშიც კი სასწორებმა ღრმა აზრი უნდა ჩადონ. მათთვის იდეალური ტატუ ციტატაა.

 

 

 

 

 

 

 

მორიელი

 

 

 




 

ეფექტურ მორიელს ყოველთვის აქვს პასუხი მათთვის, ვინც აწყენინებს. ამიტომაც, საუკეთესო ტატუს იდეა ხანჯალია - მათი სითამამის , სიძლიერის და საშიში სექსუალურობის გამოსახატად. ასევე მოუხდებათ ყვავილებიც.

 

 

 

 

 

 

 

 

მშვილდოსანი

 

 

 

 

თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი უპირატესობას საყვარელ პერსონაჟებს ანიჭებს და მათთან დაკავშირებულ სიმბოლიკას ირჩევს. ასევე მათ ახასიათებთ ტატუ ოჯახის წევრს მიუძღვნან.

 

 

 

 

 

 

 

თხის რქა

 

 

 

 

 

 

 

 

თხისრქა იშვიათად ცდება, ამიტომაც იკეთებს ისეთ ტატუს, რომელსაც არასდროს ნანობს. მათ მოუხდებათ ხე, რომელიც გაზრდისა და განვითარებისკენ ილტვის ან მზე, რომელიც შინაგან ჰარმონიას და სინათლეს გამოხატავს.

 

 

 

 

 

 

მერწყული

 

 

 

 

 

 

 

მეოცნებე მერწყულს მოსწონს ისტორიები, რომლებიც კარგად მთავრდება. ისინი წარსულის მიმართ მგრძნობიარეები არიან და მცირე დეტალებსაც იმახსოვრებენ და ამას ხანდახან ტატუს სიმბოლოდაც აქცევენ. არაორდინალური ცხოველების გამოსახულება მერწყულს თავდაჯერების შეგრძნებას მიანიჭებს.

 

 

 

 

 

 

 

თევზები

 

 

 

 

 

 

 

 
 

 

თევზები ისეთ ტატუს იკეთებენ, რომელიც "ყვირის" და რაიმე პირადს გამოხატავს. ეს შეიძლება იყოს ვარსკვლავები, პლანეტები, ირმის ნახტომი და ყველაფერი რაც კოსმოსს უკავშირდება. ამ გამოსახულებით თევზები სიმაღლისკენ სწრაფვას წარმოაჩენენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი