logo_geo
კერძები, რომლებიც კარანტინის პერიოდში წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
- +

5 მაისი. 2020. 01:37

 

 

კარანტინის პერიოდში ცხადია, რომ ისე ვეღარ ვმოძრაობთ, როგორც - ადრე და თან, უბრალოდ, არ შეგვიძლია საკუთარ თავს უარი ვუთხრათ გემრიელ სასუსნავებსა და არაჯანსაღ კერძებზე.

 

 

შეადგინე გეგმა და დაიცავი ის

 

მხოლოდ იმიტომ რომ სამზარეულოს რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს, არ ნიშნავს იმას, რომ გვერდით ყოველი ჩავლისას, მისი კარი უნდა გამოაღო და რამე სასუსნავი ეძებო. აუცილებელია, რომ რაღაც ნორმები დაიცვა. დაუწესე საკუთარ თავს წესები, რომ ტკბილეულს (ხილს, ჩირს ან ტკბილ იოგურტს) მიიღებ დღის პირველ ნახევარში, ხოლო დღის მეორე ნახევარში კი ფერადი ბოსტნეულის ჩხირებს ახრამუნებ საყვარელ ფილმთან ან სერიალთან ერთად.

 

გამოიმუშავე კვების რეჟიმი

 

ეცადე, რეჟიმში ჩაჯდე, რადგან ჩვენს ორგანიზმს ძალიან უყვარს რუტინა. დილით აუცილებლად ისაუზმე, ხოლო ბოლო კერძი საღამოს 7-8 საათზე გვიან არ მიირთვა. დაიმახსოვრე, რომ კერძის მონელებას 2.5 საათი სჭირდება, სწორედ ამდენი ხნით ადრე უნდა ჭამო დაძინებამდე.

 

იკვებე ჭკვიანურად და ჯანსაღად

 

რაც გვინარჩუნებს ჯანმრთელობას, არის სეზონური ხილბოსტნეული, რომელთაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტები გამდიდრებული ბოჭკოთი, ეს კი წონაში გვაკლებინებს. მიუხედავად პანდემიის დროს კერძების გამოძახების ასეთი მარტივი შესაძლებლობისა, მაინც კარგი იქნება, თუ სახლში, თავად მოვამზადებთ მათ ჯანსაღად.

 

და არ დაგავიწყდეს წყალი

 

სანამ სახლში ხარ და ისვენებ, შესაძლოა იმდენად ხშირად არ მოგწყურდეს, როგორც - ადრე. დაიმახსოვრე, რომ დატენიანება ორგანიზმს პირველ რიგში სჭირდება. წყალი კარგია როგორც წონაში კლებისთვის, ისე - კანისთვის, თმისთვის, განწყობისთვის, ენერგიისთვის და ა.შ.

 

თავი შეიკავეთ გადამუშავებული ნახშირწყლებისგან და შაქრისგან

 

ორ სიტყვა: „გახდომას“ და „ტკბილეულს“ ერთად ვერასდროს იხმარ. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს: არსებობენ კარგი ნახშირწყლები და ცუდი ნახშირწყლები. საკვები, როგორიცაა თეთრი პური, ფაფა, პასტა და ტკბილეული (მაგალითად, დონატები და ნამცხვრები) მიეკუთვნება ცუდ ნახშირწყლებს. თუმცა სრულმარცვლოვანი (წჰოლე-წჰეატ) პროდუქტები, ბანანი, დიეტური პური, კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი, გოგრა, კუსკუსი, ლობიო და ხილი შეგიძლია თამამად ჩართო შენს დიეტაში.

 

თხილეული და მარცვლეული

 

თხილეული და ჯანსაღი მარცვლეულიც ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღ კვებაში. ისინი ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების კოქტეილები გახლავთ. თხილი, გოგრის თესლი, ნიგოზი განსაკუთრებით კარგი და ჯანსაღი სასუსნავია წონის დაკლების პროცესში.

 

მიიღე ჯანსაღი სასუსნავი

 

სახლში ყოფნა, სტრესი, პანდემია - ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, მეტიც, დავიმსახურეთ გემრიელი სასუსნავი. თუმცა, თუკი წონის შენარჩუნება გვსურს, ეს ჯილდოც აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ჩირი და თხილეული შეუცვლელია საღამოს ფილმთან ერთად.

 

დაიწყე დღე ლიმონიანი წყლით და თაფლით

 

ეს ჩვევა აუცილებლად დანერგე შენს ყოველდღიურობაში მაშინაც კი, როცა კარანტინი დასრულდება. საუზმემდე ერთი საათით ადრე დალიე ლიმონიანი ცხელი წყალი და მიეცი შენს ორგანიზმს საშუალება გაიწმინდოს ტოქსინებისგან და დააჩქაროს მეტაბოლიზმი.

 

იკვებე ისეთი კერძებით, რომლებიც მალე დაგანაყრებს

 

ნათქვამია, რომ უნდა ისაუზმო მეფურად, ისადილო გოლიათივით და ივახშმო გლახაკივით. ეს ნამდვილად ასეა, და დღის საუზმით დაწყება აუცილებელია. საკვები, რომელიც შიმშილის გრძნობას დიდი ხნით გიქრობს, არის მაგალითად, კვერცხი, ასევე ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტი, თხილეული, ხილი და ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთის ჩათვლით), რაც განაყრებს კიდეც და საჭირო ენერგიითაც მოგამარაგებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი