logo_geo
ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

18 მარტი. 2017. 20:22



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის) გამო,  კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-ფარავნი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ამავე გზის კმ110-კმ146 როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




 

big_banner
არქივი