logo_geo
თუშეთის გზაზე ისევ მეწყერი ჩამოწვა
- +

14 მაისი. 2020. 13:25

 

 

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზაზე მეწყერი ჩამოწვა. გზის 36-ე კილომეტრზე, სადაც 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა, საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად ჩახერგილია.

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ადგილზე ვითარების შესასწავლად იმ კომპანიის საზედამხედველო სამსახური იმყოფება, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

 

 

„ახლა გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს. 35-კილომეტრიანი მონაკვეთი ქვა-ღორღისგან და მეწყერისგან გასუფთავდა, თუმცა კიდევ მიმდინარეობს მეწყრულ-ღვარცოფული ადგილების დამუშავება.

 

 

სავარაუდოდ, 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მომავალი კვირიდან განახლდება“,- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

 

 

5 მაისს მეწყერმა თუშეთის გზაზე რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. ზვავმა 62 წლის მამაკაცი მოიყოლა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებზე მუშაობდა.

 

 

დიდთოვლობის გამო, თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

 

 

ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელიც ყოველკვირეულ რეისს, 2015 წლიდან ახორციელებს.

 

 

big_banner
არქივი