logo_geo
ავსტრალიის ყველაზე ხალხმრავალ შტატში რესტორნები და კაფე-ბარები გაიხსნა
- +

15 მაისი. 2020. 11:29

 

 

ორთვიანი კარანტინის შემდეგ, ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში რესტორნები და კაფე-ბარები გაიხსნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

 

გადაწყევტილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმუშევრობის დონე რეკორდულად გაიზარდა.

 

 

კვების ობიექტებს ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის მომსახურების უფლება არ აქვს. ამასთან, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვაც.

 

 

ავსტრალიაში ახალი კორონავირუსით 7 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 6 301, 98 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი