logo_geo
ბრიტანელი მეცნიერები გაარკვევენ შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა
- +

16 მაისი. 2020. 17:08

 

 

ბრიტანეთში იწყება კვლევა, რომლის მიზანიც იმის დადგენაა შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენამდე ყნოსვით დადგენა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, კვლევის პირველი ფაზა ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა მთავრობის დაფინანსებით აწარმოებს, რომელმაც პროექტის განსახორციელებლად 500 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოყო.

 

 

კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ძაღლები, რომლებსაც უკვე შეუძლიათ კიბოს რამდენიმე ტიპის, მალარიის და პარკინსონის დაავადების ამოცნობა. ბრიტანეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ წარმატების შემთვევაში ინფიცირებულთა გამოვლენის ტემპი გაიზრდება, რადგან თითო ძაღლს საათში 250-მდე ადამიანის შემოწმება შეუძლია.

 

 

კვლევის პირველ ეტაპზე სპეციალისტები კოვიდ-ინფიცირებულების და ჯანმრთელი ადამიანების სუნის ნიმუშებს შეაგროვებენ, შემდეგ კი 6 ძაღლს - ნორმანს, დიგბის, სტორმს, სტარს, ჯასპერს და აშერს მათ განსხვავებას ასწავლიან. ეს პროცესი 6-8 კვირას გაგრძელდება. ამის შემდეგ კი მთავრობა გადაწყვეტს აპირებს თუ არა პროექტის გაგრძელებას.

 

 

კვლევაში მონაწილეობას ლაბრადორები და კოკერ-სპანილები მიიღებენ.

 

 

ანალოგიური პროექტი საფრანგეთშიც ხორციელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი