logo_geo
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

17 მაისი. 2020. 10:33

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695 შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 425-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 

კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360 პირი.

 

ინფორმაციისთვის, 695 ინფიცირებულიდან 425 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი