logo_geo
სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს
- +

17 მაისი. 2020. 14:53

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

 

ავტოკოლონამ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე დაიწყო.

 

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე დიდი ხანია, ერთი კვირის განმავლობაში არის ღვთისმშობლის კვირეული და დღეს დედა ღვთისმშობელს მადლობას ვუხდით, რომ ჩვენი ქვეყანა დაიფარა ამ მძიმე განსაცდელისგან და ჟამიანობისგან. ასევე დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა.

 

დღეს ვიცით, რომ არ შეიძლება ხალხის შეკრება და სასულიერო პირები, ჩვენ მივდივართ ოჯახებში,  ქალაქი ეკურთხება, რომ რაც შეიძლება დაცული იყოს. დღესაც მადლობის ნიშნად ეკურთხება ქალაქი“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი