logo_geo
მეუფე იაკობი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე - იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას
- +

17 მაისი. 2020. 19:49

 

 

“ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის მასეთი, არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად

 

 

და როგორ შეიძლება ჩვენ ნებისმიერი სახის ცოდვა გამოვარჩიოთ, რომ ესენი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და სექსუალურად რასაც უყურებენ, ასე უყურებენ და ყოჩაღ ამათ.

 

 

ჩემთვის ახლა მაგი მიუღებელია, სასულიერო პირი რომ არ ვიყო, ისედაც მიუღებელია. ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

big_banner
არქივი