logo_geo
5 რჩევა სტილის შეგრძნებაზე 98 წლის აირის აპფელისგან
- +

17 მაისი. 2020. 21:23

 

 

 

ძალიან ბევრმა ადამიანმა მოდის ყველაზე ასაკოვანი კერპი 90 წლის ასაკში გაიცნო, მაშინ როცა Netflix-მა ბიზნეს-ლედიზე, ინტერიერის დიზაინერსა და ტრენდულ ქალბატონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

 

 

აირისი ცხოვრებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამოხატვით და გემოვნებიანი ჩაცმის სტილით გახდა პოპულარული. „ყველაზე საშინელი მოდა არის ის, როცა სარკეში იყურები და ვერ ხედავ შენს თავს!“ ფერადი  ქალბატონისგან 98 წლის ასაკშიც კი შეგვიძლია ყველაზე საინტერესო რჩევები ავითვისოთ ჩვენივე სტილის საპოვნელად.

 

 

ვნება განსაზღვრავს შენს სტილს

 

 

პირველი, რაც აპფელის ცხოვრებისეული ფილოსოფიიდან შევიტყვეთ არის ის, რომ ვნება და პატივისცემა სიცოცხლისადმი ქმნის შენს სტილს. ბევრი ჩვენგანი ვერ სწავლობს იმას, რომ ჯერ შენი შინაგანი სამყარო უნდა შეისწავლო, შემდეგ კი ის თუ რა გეცმევა.

 

 

ფერი გმატებთ ინდივიდუალიზმს

 

 

ფერადი და საინტერესო პრინტები ყველას და ყველაფერს უხდება, ოფისში მუშაობისას ძირითადად უყვართ მუქი ფერების ტარება, შავი, ნაცრისფერი, თეთრი ზედები, დროა შეცვალოთ ეს ყველა ჩამოთვლილი ფერი ფერადი პრინტებით.

 

 

„როცა არ იცვამ, როგორც ყველა, მაშინ სულაც არ არის აუცილებელი ფიქრობდე ყველას მსგავსად.“

 

 

სიმსუბუქე სტილში

 

 

აქსესუარები საკმაოდ ამსუბუქებს და ალამაზებს ნებისმიერ ლუქს, აირისის მაგალითი ამის დასტურია. შესაძლოა სადა ტოპზე მარგალიტის სამკაული მოიხდინოთ, ან გარუჯულ სხეულზე სამაჯურები. გახსოვდეთ, აქსესუარი ლუქის ფინალური აკორდია.

 

 

მოდას ჯანსაღი აზროვნება სჭირდება

 

 

ვფიქრობ, მოდაში დადგენილი წესები იმისთვის იქმნება რომ დაირღვეს. დროა უარი თქვათ მოკლე შორტებზე, მაღალ ქუსლებსა და მოკლე ტოპებზე. გზა მინიმალისტურ სტილს დაუთმეთ, ეს რჩევა მაკიაჟზეც ვრცელდება.

 

 

მიიღეთ თქვენი უნიკალური სტილი

 

 

როგორც აირისი აღნიშნავს: „მათ ვისაც ბევრი ფული აქვთ სულაც არ აცვიათ იმდენად მოდურად იმ ადამიანებისგან განსხვავებით ვისაც არ აქვს სტაბილური შემოსავალი, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი სწორედ ტანსაცმლით ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას.“ აირისი არის ქალი, რომელიც ვინტაჟური აქსესუარების შესაძენად  ბუკინისტურ მაღაზიებში დადის.

 

 

დაიმახსოვრეთ, უნიკალური ლუქის აწყობა სამკაულებით, შარფებით, ქუდებით არის შესაძლებელი. თქვენმა სტილმა ბედნიერება უნდა მოგანიჭოთ და არა დისკომფორტი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი