logo_geo
სამეფო პროტოკოლის წესები, რომლებსაც პრინცესა დაიანა არღვევდა
- +

17 მაისი. 2020. 22:50

 

 

სამეფო პროტოკოლი პრინცესებს და ჰერცოგინიებს საკმაოდ ბევრ რამეს უკრძალავს: მათ არ შეუძლიათ ავტოგრაფების დარიგება (ხელმოწერა მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე), სამაგიდო თამაშებიდან "მონოპოლიის" თამაში (ვინაიდან პროცესში კამათი გარდაუვალია) და ბეწვიანი ქურქების ტარება.

 

 

ასევე აკრძალვებთა რიცხვში მკვეთრი ფერის მანიკიურიც შედის. როგორც ცნობილია სამეფო პროტოკოლის მიხედვით მანიკიური აუცილებლად გამჭვირვალე ან „ნუდი“ უნდა იყოს. მაგალითად, დედოფალი ელისაბედი 1989 წლიდან ბრენდ Essie-ს ფრჩხილის ნახევრად გამჭვირვალე ლაქს იყენებს. პრინცესა დაიანამ რამდენჯერმე დაარღვია პროტოკოლი - მას უზომოდ მოსწონდა კლასიკური წითელი ლაქი და ოფიციალურ შეხვედრებზეც კი არ ღალატობდა საყვარელ ფერს.

 

 

მისი კიდევ ერთი გატაცება ცისფერი თვალის ფანქარი იყო, რომელსაც ქვედა ქუთუთოზე ისვამდა, რაც ნამდვილად პრინცესას “Beauty Mark” აღმოჩნდა: მკვეთრი რუჟი და ცისფერი თვალის ფანქარი.

 

 

ლედი დის ვიზაჟისტი მერი გრინველი იყო - დღეს ის ქეით ბლანშეტთან, ამანდა სეიფრიდთან, ემილია კლარკთან და სხვა ცნობილ ჰოლივუდელებთან მუშაობს. სწორედ მერიმ დაარწმუნა პრინცესა ლურჯის ყავისფერით ჩანაცვლებაზე.

 

 

"მე მას უბრალოდ ვუთხარი, რომ ღია ყავისფერი უფრო ნატურალურად და ლამაზად გამოიყურება, ხოლო დაიანას არასდროს სურდა, ყოფილიყო გამომწვევი - მისთვის მნიშვნელოვანი იყო აქცენტი თვალებზე, ჩვენ კი ამას ტუშის ბევრი ფენისა და ჩრდილების მეშვეობით ვაღწევდით." - აღნიშნა მერიმ.

 

 

„შურისძიების კაბა“ - ასე უწოდეს პრესაში შავ, კოქტეილის კაბას, რომელიც პრინცესა დაიანას მოცემულ ფოტოზე აცვია. სურათი 1994 წელსაა გადაღებული და ლედი დის სერპენტინის გალერეაში ვიზიტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ეს პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ, საზოგადოებაში დაიანას პირველი გამოჩენაა. ამ დროს უკვე მთელმა მსოფლიომ და რა თქმა უნდა, პრინცესამაც იცის, რომ ჩარლზი მას მთელი ცხოვრება ღალატობდა. დაიანამ ამ კაბის ჩაცმით სამეფო სტილის პროტოკოლი დაარღვია. ღრმა დეკოლტე კაბის ჩაცმას ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცესისთვის დღემდე შეუსაბამოდ მიიჩნევს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი