logo_geo
ბავშვობის რა ოცნება დარჩა თენგიზ ცერცვაძეს აუსრულებელი
- +

17 მაისი. 2020. 23:48

 

 

 

“ძალიან ბევრს უკვირს, როგორ ვიტან ამხელა დატვირთვას, მაგრამ დავდექით სასიკვდილო ეპიდემიის პირისპირ, ეს დიდი გამოწვევაა და როგორც ჩანს, ძალიან დიდი დოზით არის ადრენალინი, რაც საშუალებას მაძლევს, იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე მეგონა, შემეძლო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, როდესაც ღამით სამსახურიდან სახლში მიდის, კიდევ ერთხელ აფასებს განვლილ დღეს.

 

 

„ჩემდა უნებაურად, რასაც ვაკეთებ გონებაში კიდევ ერთხელ ტრიალდება ის მომენტები, რაც დღის განმავლობაში იყო, ეს არის მძიმე ავადმყოფები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ფიქრი იმაზე, რა დამხვდება ხვალ, იქნება ის პაციენტი ცოცხალი თუ არა?“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

კორონავირუსთან სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, თენგიზ ცერცვაძე ,,იმედის კვირის“ მაყურებელს თეთრი ხალათის გარეშე, ბოქსირებული განყოფილების მიღმა, მეუღლე ანა თოფურიასთან, ერთად შეხვდა და პირად საკითხებთან ერთად ბავვობის წლებიც გაიხსენა. ისაუბრა ძირითად გატაცებასა და აუხდენელ ოცნებაზე.

 

 

„შეუსრულებელი რაც დამრჩა ბავშვობაში და რაც ძალიან მწარედ დამამხსოვრდა, არის ის, რომ ჩემი ოცნება იყო, ველოსიპედი მყოლოდა და სე დავამთავრე სკოლა, რომ ვერ ვეღირსე ამას, მშობლებმა არ მიყიდეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი