logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 მაისი. 2020. 10:35

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი