logo_geo
„წარაფი“ - საქპატენტმა ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაარეგისტრირა
- +

18 მაისი. 2020. 11:13

 

 

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს „წარაფი“ დაემატა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, შესაბამისი პროცედურების დასრულების შესაბამისად, ქართული ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაზე „წარაფი“ ა(ა)იპ კარდენახის ღვინის სახელზე რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.

 

საქპატენტის ექსპერტიზამ დაადასტურა აღნიშნული ღვინის განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.

 

„წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის  ყურძნიდან, რომელსაც შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ „წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან.

 

„წარაფის“ სრულ სპეციფიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

 

 

big_banner
არქივი