logo_geo
13 წლის შემდეგ, მტრედი და სახარება - ახალი ფრესკა სამებაში
- +

19 მარტი. 2017. 20:20



13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე უკვე გამოჩნდა ყოვლადწმიდა სამების პირველი ფრესკა, სადაც ტახტზე  მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.


ცნობისთვის, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარის მშენებლობა 11 წლის (1995-2004) განმავლობაში მიმდინარეობა. 


ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია.


მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს იტევს.


14 წლიანი ლოდინის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო


სამების ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.




პატრიარქი: "უფალი აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით. შევთხოვთ უფალს რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი"


ილია მეორე: "დღევანდელი კვირა ჯვრის თაყვანისცემის კვირაა და შევთხოვთ უფალს ბოლომდე მოგვივლინოს ჯვარი ჩვენი"



საკურთხევლის კარი


ქერუბიმები



ღვთისმშობელის ხატი



სამებაში



პატრიარქის ტახტი



პატრიარქის ხალიჩა


ჯვარი



მორჩილი



ქრისტე



მლოცველი



ყაყაჩო სამებაში



კელია სამებაში


კვიპაროსის ხეივანი სამების ეზოში


სამების ეზო



ხატი საქართველოს დიდება



ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ.



სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.



ზეთის ხილის ხე სამებაში





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი