სახალხო კონტროლის წამყვანის მადონა კოიძის თქმით, სახალხო კონტროლი შესაძლოა კვლავ ვიხილოთ.
„ვაპირებ, რომ ინტერნეტ ტელევიზია შევქმნათ. უკვე კამერები შევიძინეთ“, – განაცხადა მან ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“.
მადონა კოიძეს საზოგადოებაში კვების ობიექტების რისხვად მოიხსენიებენ.
შეგახსენებთ გადაცემა „სახალხო კონტროლი“ ტელეკომპანია „იბერია”-ს ეთერში გადიოდა და მაყურებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.