logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,8 მილიონს გადააჭარბა
- +

19 მაისი. 2020. 09:59

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დროს ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონ 800 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. გარდაცვლილია 318 ათასზე მეტი ადამიანი.

 

 

ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსი დაძლია მილიონ 780 ათასზე მეტმა პაციენტმა.

 

 

მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მეტია აშშ-ში, სადაც გამოვლენილია მილიონ ნახევარი დაავადებული. 90 ათასზე მეტი კი ვირუსით გარდაიცვალა.

 

 

ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე რჩება რუსეთი, ხოლო მესამეზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, სადაც გამოვლენილია კორონავირუსის 255 ათასი შემთხვევა. დაიღუპა 16 ათასი ადამიანი.

 

 

ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ინდოეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 100 ათასზე მეტი შემთხვევა.

 

 

ევროპის ქვეყნებში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა და დაავადებულა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო. მათ შორის არის იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

 

 

 

big_banner
არქივი