logo_geo
დონალდ ტრამპი ჯანმოს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა
- +

19 მაისი. 2020. 10:51

 

 

 

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყეტს, თუ ის 30 დღის განმავლობაში თავის სტრუქტურას არ შეცვლის. ამის შესახებ დონალდ ტრამპის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ორგანიზაციის დირექტორს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს მისწერა. აშშ-ის პრეზიდენტმა წერილი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

 

 

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ჯანმომ ჩინეთისგან დამოუკიდებლობა უნდა დაამტკიცოს. თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ არ შეამოწმა ინფორმაცია, რომელიც ეპიდემიის შესახებ პეკინის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა და არ მოუწოდა ქვეყნის მთავრობას ვირუსის გავრეცელების შესახებ გამოძიება ჩაეტარებინა.

 

 

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმო ინფექციის შესახებ არაზუსტი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

 

„ცხადია, რომ თქვენი შეცდომები ეპიდემიის დროს მსოფლიოს ძალიან ძვირად დაუჯდა“- წერს ტრამპი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი