logo_geo
არის თუ არა საშიში აუზით სარგებლობა პანდემიის დროს? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი
- +

19 მაისი. 2020. 11:08

 

 

 

„წყლით კორონავირუსის გადაცემით ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს“, - ამის შესახებ ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პანდემიაში“ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის პირობებში აუზით სარგებლობის რისკებს შეეხებოდა.

 

 

„ზაფხული მოდის და არის თუ არა საშიში აუზით სარგებლობა პანდემიის დროს“, - იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

 

 

„ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით და ეს რეკომენდაციები ჯანმო-ს ვებ-გვერდზეც არის გამოქვეყნებული, არის ის, რომ წყლით კორონავირუსის გადაცემი ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობს, აქ საუბარია სამელ წყალზე. რაც შეეხება აუზს, ჩვენ ერთი მთავარი რამ უნდა გვახსოვდეს - ნებისმიერი აუზი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარ მადეზინფექცირებელ საშუალებად იყენებს ქლორს. ქლორის მიმართ კი, კორონავირუსი სრულიად არამდგრადია. რისკი შეიძლება მხოლოდ იყოს გამოსაცვლელ ადგილებში და იქ უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, ასვეე, მოვერიდოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას; თვითონ წყალი არავითარ რისკს არ ქმნის“, - აცხადებს ექიმი.

 

big_banner
არქივი