logo_geo
მარინა ეზუგბაია: ნუ გავთამამდებით, გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება
- +

19 მაისი. 2020. 11:38

 

 

“ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ახალ პაციენტს კონტაქტი ბოლნისში, დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდა.

 

 

მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი კარგი შედეგების, ეპიდსიტუაციის გამოსწორების და აკრძალვების მოხსნისა, მოსახლეობამ თვითშეზღუდვები მაინც უნდა დაიწესოს, რათა ქვეყანამ მიღებული შედეგის შენარჩუნება შეძლოს.

 

 

“თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ნუ გავთამამდებით.

 

 

მე ახლაც გთხოვთ თვითშეზღუდვები დავიწესოთ, თავი შევიკავოთ სახლიდან გასვლისგან აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან.

 

 

მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

 

 

 

 

big_banner
არქივი