logo_geo
ზურაბ დოიჯაშვილის მეუღლე: იქნებ სასწაული მოხდეს და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ
- +

19 მაისი. 2020. 12:04

 

 

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მომღერალი ისრაელში, კლინიკაში აპარატზეა მიერთებული. xnews.ge ზურას მეუღლის, ქეთი ვადაჭკორიას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ზურას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

 

 

„სამი კვირის წინ გადავიყვანეთ კლინიკაში დიაგნოზით – ფილტვების და ბრონქების ობსტრუქცია. აქვს დიაბეტი, აწუხებს გული. მდგომარეობა გაურთულდა. ზურასთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება ძნელია. არადა, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში, თავშესაფარიც არ გვაქვს“, – ამბობს ქალბატონი ქეთი ინტერვიუში.

 

 

ზურა ისრაელში გამგზავრებამდე მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და ბანკში დაბალპროცენტიანი სესხის გაკეთება სთხოვა.

 

 

„მამუკამ არ გაუკეთა და ნაწყენი იყო“, – ამბობს ქეთი ვადაჭკორია.

 

 

„პრაიმტაიმი“ მწერალ თეონა დოლენჯაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პიარის უფროსი გახლდათ და მამუკა ხაზარაძესთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს.

 

 

როგორც დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მამუკას ხაზარაძეს ესაუბრა, თუმცა „ლელოს“ დამფუძნებელი ზურასგან რაიმე პირად თხოვნას ვერ იხსენებს.

 

 

„მამუკა ამბობს, ზურა რომ ჩემთან ამ თხოვნით რომ მოსულიყო, აუცილებლად გავუშვებდი საკრედიტო განყოფილებაშიო. მითხრა, რომ ზურა დოიჯაშვილი ქუჩაში ერთხელ შეხვდა, ზოგადი საუბარი გვქონდა, ისრაელში წასვლა ახსენა და ვუთხარი – მოდი ჩემთანო. ზურა მამუკა ხაზარაძესთან არ მისულა. არც წერილობითი თხოვნით მიუმართავს. ასე რომ, ზურას მამუკასთან თავის პრობლემაზე პირადი საუბარი არ ჰქონია“, – ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

 

 

ქეთი ვადაჭკორია იმავე ინტერვიუში საქართველოს მთავრობას და კახა კალაძეს მიმართავს:

 

 

„ზურა თუ გადარჩა, ჩამოვიყვანოთ თბილისში და იქნებ, სესხი გაგვიკეთონ ბანკიდან. იქნებ საკუთარი ჭერი გვქონდეს, ზურა უთბილისოდ ვერ იცოცხლებს. იქნებ სასწაული მოხდეს და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ“ – ნათქვამია მიმართვაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი