logo_geo
დამალული დეტალები გამოვლინდა - რეალურად როგორ გარდაიცვალა კობი ბრაიანტი
- +

19 მაისი. 2020. 12:46

 

 

კობი ბრაიანტისა და კიდევ რვა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ძიება კვლავ გრძელდება. დღეს გამოქვეყნდა აუტოფსიის შედეგები, რომელმაც გარდაცვალების მიზეზები დაადგინა.

 

 

ლეგენდარული მამბას აუტოფსიის შედეგად გამოვლინდა, რომ აქამდე ბევრი დეტალი იყო დამალული. მაგალითად ის, რომ კობის სხეულის 30% დამწვარი იყო და მისი იდენტიფიცირება ტატუების შესახებ შეძლეს- მარჯვენა მხარზე გამოსახული გვირგვინი, მისი ცოლის სახელი-ვანესა და ასევე კობის გამოსახული ჰქონდა ქალიშვილების სახელებიც.

 

 

აგრეთვე, აუტოფსიაში, აღნიშნულია, რომ ბრაიანტი მყისიერად, ბლაგვი საგნის ძლიერი დარტყმით გარდაიცვალა.

 

 

ერთადერთი პრეპარატი, რომელიც ავიაკატასტროფის დროს მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელს ჰქონდა მიღებული მეთილფენიდაატია. აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევისა და ნარკოლეპსიის სამკურნალოდ.

 

 

როგორც იცით, კატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 არასრულწლოვანი იყო. დაღუპულები არიან: კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი, კალათბურთის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, კალათბურთის მწვრთნელი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი ქალიშვილი პაიტონი, მფრინავი არა ზობაიანი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი