logo_geo
The Washington Post: როდესაც მეზობელ რუსეთში COVID-19 ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია
- +

19 მაისი. 2020. 13:15

 

 

 

 “როდესაც მეზობელ რუსეთში COVID-19 ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია, “ - ამის შესახებ The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიაში წერს.

 

 

“მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთში ახალი კორონავირუსული პანდემია ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. 3.75 მილიონი მოსახლეობის პირობებში, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 700-ზე დაბალია, სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა და შედეგებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექება დაიმსახურა.

 

 

მთავრობის დაუყოვნებელმა ქმედებებმა – იანვრის ბოლოს აეროპორტებში თერმოსკრინინგმა და საერთაშორისო მოგზაურობაზე ადრეულმა შეზღუდვებმა, ხელი შეუწყო ეპიდემიის შეკავებას. ინფექციის ტემპის შენელების შემდეგ,  ქვეყანაში ტურიზმის ხელახლა გახსნისთვის, საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უკვე საინტერესოა მოგზაურობით და ბიზნესით დაინტერესებული ამერიკელების სურვილები.

 

 

ბაქრაძის განცხადებით,  საქართველო პატარა ქვეყანაა და შიდა გადაადგილების რისკების მიმართ უფრო ფხიზელი გახადა. პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეები მზად აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ გაეღოთ მსხვერპლი და ადვილად შეგუებოდნენ საერთაშორისო ფრენების აკრძალვას. საბჭოეთში სოციალური კონტროლის მთელი რიგი სხვა ზომებიც იყო… “ჩვენ მიჩვეულები ვართ რთულ დროში ერთმანეთის გატანას” – აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი