logo_geo
თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა
- +

19 მაისი. 2020. 14:36

 

 

თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა. უსაფრთხოების წესებისა და პანდემიის პერიოდში ზოოპარკში მატების შესახებ „იმედის დილის“ ეთერში, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, ზოოპარში შემსვლელთათვისაც უსაფრთხოების იგივე წესების დაცვაა საჭირო, რაც ღია სივრცეში ყოფნის შემთხვევაშია რეკომენდებული.

 

 

„უსაფრთხოების წესები ზოოპარკში შემოსვლისას იგივეა, რაც ადამიანმა ზოგადად ღია სივრცეში ყოფნის დროს უნდა დაიცვას, არავითარი დამატებითი უსაფრთხოების წესები აქ საჭირო არ არის. რაც შეეხება ვირუსის გადადებას ცხოველიდან ადამიანზე, ან პირიქით, მოგახსენებთ, რომ ერთი ცნობილი შემთხვევა არის დაფიქსირებული ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში, როდესაც ადამიანიდან ვეფხვს გადაედო ვირუსი, სხვა დანარჩენი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მეტიც, ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

 

 

თბილისის ზოოპარკის დირექტორის თქმით, ასევე დაიბადა სამი ფაფრიანი ცხვარი. ასევე ველოდებიან ირმებს, ნიამორებს და მისივე განმარტებით, საკმაოდ ინტენსიურად მიდის ზოოპარკში შობადობა.

 

 

„დაიბადა დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ენდემური სახეობაა. ჯერჯერობით სქესი არ ვიცით, რადგან სამი დღის წინ დაიბადა და დედას ეფარება და მისი შეწუხება სქესის დასადგენად ნაადრევია. თანაც რა სქესისაც უნდა იყოს, ნებიმერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი დაბადება, რადგან დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, გარდა იმისა, რომ ენდემური სახობაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა და წითელი ნუსხის ძალიან მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ მისი დაბადება ძალიან სასიხარულოა, მითუმეტეს, რომ ჩვენ დავიწყეთ პროექტი დასავლეთ კავკასიური ჯიხვის აღდგენისა. გვინდა, ეს პროექტი სვანეთიდან დავიწყოთ, მაგრამ ვიდრე ველზე სამუშაოდ გადავალთ, საჭიროა აქ გვყავდეს საკმარისი რაოდენობის ცხოველები“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი