logo_geo
ირაკლი იმნაიშვილი ტელეეთერში ბრუნდება – ჟურნალისტი პოლიტიკურ შოუს გაუძღვება
- +

19 მაისი. 2020. 17:55

 

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი „რუსთავი2“-ზე პოლიტიკურ შოუს გაუძღვება.

 

 

პირველი გადაცემა ეთერში პარასკევს გავა.

 

 

იმნაიშვილი გადაცემის ზუსტ ფორმატს არ აკონკრეტებს, თუმცა გვიდასტურებს, რომ ქართულ ტელეთერში პოლიტკური შოუს წამყვანად ბრუნდება.

 

 

„რუსთავი2-ზე პოლიტიკური გადაცემა 2020 წლის დასაწყისში უნდა დამეწყო, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მომიწია სამთვიანი მკურნალობა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია, თითქმის უკვე ყველაფერი მზად არის. გადაცემის ფორმატზე ახლა ვერ გესაუბრებით. უყურეთ რუსთავი2-ს და ყველა დეტალს გაიგებთ. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება“, – ამბობს საუბრისას ირაკლი იმნაიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი იმნაიშვილის პოლიტიკური შოუ „არჩევანის ზღვარზე“ 2005 წელს პოლიტიკური ზეწოლის გამო დაიხურა.

 

 

2006 ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.

 

 

ბოლო 12 წელი ირაკლი BBC-ის მსოფლიო ამბების სამსახურში მუშაობდა.

 

 

საქართველოში დაბრუნებამდე  აქტიურად იყო ჩართული კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ პროექტში.

 

 

იმნაიშვილი 2019 წლის სექტემბერში „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი