logo_geo
პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღაბი აუცილებელი იქნება
- +

19 მაისი. 2020. 22:13

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი