logo_geo
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალი განთავსდება
- +

20 მაისი. 2020. 12:20

 

 

“როგორც მოგეხსენებათ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტის განხორციელებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ქალაქ თბილისის მერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, პარკში მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსება იგეგმება. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტირებისა და შემდგომში სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ მედიათეკის შენობაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკითხველო დარბაზი, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები განთავსდება, სადაც კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების ჩატარება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი