logo_geo
როდის გაიხსნება ელიავას ბაზრობა
- +

20 მაისი. 2020. 15:29

 

 

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის, განცხადებით, ელიავას ბაზრობის დახურვა კორონავირუს არ უკავშირდება.

 

 

მისი თქმით, ელიავას ბაზრობის განვითარებასთან დაკავშირებით მერია გენერალურ გეგმას ამზადებს და მისი მეპატრონეები ამ საკითხში ჩართული არიან.

 

 

„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ერთი თვე, თვენახევრის წინ, თბილისის მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს და მათ შევთავაზეთ ელიავას ბაზრობის განვითარების ყველა შესაბამისი მოდელი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ მდგომარეობას, სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მუნიციპალუტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიაზე. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიიღოს მონაწილეობა მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის მომზადებაში“, - განაცხადა ბითაძემ.

 

 

big_banner
არქივი