მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
განახლებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” დაგხვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველო-ბილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები, ახალი ხემცენარეები.
მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები.
გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები, განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია.