logo_geo
რა ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?!
- +

19 მარტი. 2017. 22:23



საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა.


მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სჭირდებათ.


„სამი ეშელონი რომ წარმოვიდგინოთ - პირველი ეშელონია ის, რის გააქტიურებასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრაქტიკულად ყველა დაავადებისთვის (მაღალი არტერიული წნევა, კორონალური დაავადება, გულის უკმარისობა) საჭირო მედიკამენტები. მეორე ეს არის დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტები - ინსულინდამოკიდებულს ისედაც ვაძლევთ ინსულინს. შემდეგი ეს არის ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები. შემდეგი არის ფილტვების ქრინიკული დაავადების სამკურნალო. ეს არის ოთხი მთავარი დიდი მოცულობის ქრონიკული დაავადება. ამ დაავადებების სამართავი მედიკამენტები იქნება პირველი ეშელონი, რასაც ჩვენ გავაჩენთ. ეს არის მედიკამენტების მოცულობა. შემდგომ უფრო გაფართოვდება. ეს ყველაფერი გავრცელდება მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა - ასეთი მთლიანობაში მიმღები 700 000-მდეა. დეფინიცია მარტოხელა პენსიონერი ცალსახად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაცემები, თუმცა ყველა ასაკით პენიონერზე ეს ვერ გავრცელდება. როდესაც ჩვენ ბაზები ვნახეთ, 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი 3600 ასაკით პენსიონერს ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათ ჩვენ ვერ და არ დავეხმარებით ამ მედიკამენტების მიწოდებაში. ესენი იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და პენსიონერების ის ნაწილი, ვისაც რეალურად სხვა შესაძლებლობა არ აქვს. ამ მეტიკამენტებზე დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისისთვის ეს პროექტი ამუშავდება, იქამდე მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, დღეს თუ საშუალოდ ასაკით პენსიონერს ეხარჯება გასაშუალოებული 25-30 ლარი თვეში მედიკამენტების წილად, მათ ეს ყველაფერი სიმბოლური თანაგადახდის პროცენტით დარჩება, რომ არასაჭირო გამოწერები შეამციროს და თვეში მაქსიმუმ ერთი ლარი დაუჯდება ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, მაქსიმუმ ერთი ლარი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი