logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: სწორად განსაზღვრეთ, გიღირთ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა
- +

21 მაისი. 2020. 01:27

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება.

 

 

ზახაშვილის განმარტებით, ტრანსპორტში მოქალაქეების მცირე რაოდენობა იქნება. მისი თქმით, ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული, რათა ინფექციის გავრცელება პირდაპირი წვეთით არ მოხდეს.

 

 

“დანარჩენი ყველაფერი არის, უპირველეს ყოვლისა, მე მგონი, ადამიანთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა”

 

 

მისი განცხადებით, ვისაც შეუძლია გასავლელი მანძილი ფეხით დაფაროს, ჯობია ტრანსპორტი მათ დაუთმოს, ვისთვისაც ეს შეუძლებელია

 

 

big_banner
არქივი